ახალი ამბები
24 დეკემბრიდან ქუთაისში საახალწლო ღონისძიებები იწყება - ნახეთ პროგრამა
FaceBook
ქუთაისში, საახალწლო ღონისძიებები, 24  დეკემბრიდან,  ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, 15:00 საათიდან დაიწყება.

ამავე დღეს არის დაგეგმილი ქუთაისის მთავარი ნაძვის ხის ანთებაც.

24 დეკემბრის საახალწლო პროგრამა:

15:00-20:00 - საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, გლინტვეინი, დარიჩინის ორცხობილა, ცხელი შოკოლადი
15:00-20:00 - საბავშვო სივრცე: საახალწლო სათამაშოების დამზადების შესწავლა, თამაშები, სახის მოხატვა, ზღაპრის გმირები, თოვლის ბაბუა და საჩუქრები
15:00-20:00 - ზღაპრის გმირების საზეიმო მსვლელობა, ბავშვების შეხვედრა თოვლის ბაბუასთან
16:00-17:30 - ადგილობრივი შემსრულებლების საბავშვო კონცერტი
18:30-19:20 - ნიკო ქაჯაია
20:00 - მთავარი ნაძვის ხის საზეიმო ანთება
20:15-21:00 - ჯგუფი “New One”
21:00 - საზეიმო ფოიერვერკი

სადღესასწაულო ღონისძიებები 24 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება.

ამავე თემაზე:
რა ღონისძიებებია დაგეგმილი ქუთაისში ახალ წელს (პროგრამა)
Print