ახალი ამბები
22 დეკემბერს ქუთაისს საახალწლო ქარავანი ეწვევა
FaceBook
22 დეკემბერს "კოკა-კოლას" საახალწლო ქარავანი ქუთაისს ეწვევა.
ღონისძიება ცენტრალურ მოედანზე, 19:30 საათიდან, "მაკდონალდსთან" აიღებს სტარტს და ის 21:30 საათამდე გასტანს. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, მოქალაქეებს წინ ბევრი სახალისო აქტივობა და გრანდიოზული ფეიერვერკი ელით.

"კოკა კოლას" ქარავანმა მსვლელობა, 19 დეკემბერს, დასავლეთ საქართველოდან (განმუხურიდან) დაიწყო, რომელიც 30 დეკემბრის ჩათვლით თითქმის ყველა ქალაქს მოივლის. 

როგორც კომპანიაში ამბობენ, წლევანდელი სადღესასწაულო კამპანია ახალი წლის ჯადოსნურ, შეუჩერებელ ძალას უკავშირდება, რომელიც ოჯახებს და მეგობრებს მთელს ქვეყანაში აერთიანებს.





Print