ახალი ამბები
სპეცოპერაცია ქუთაისში - დაკავებულია ერთი პირი
FaceBook
ქუთაისში, სამართალდამცველებმა „მეტადონის პროგრამაში“ ჩართული ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს.

სპეცოპერაცია ნინოშვილის ქუჩაზე დაახლოებით ნახევარი საათის წინ დასრულდა. 

დაკავებული, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციას ეწეოდა.

სპეცოპერაცია იმერეთის სამხარეო პოლიციამ ჩაატარა.

საპოლიციო ღონისძიება, ნარკორეალიზატორის დაკავების მიზნით, მიმდინარეობს თბილისშიც. 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, სპეცოპერაციის შესახებ განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებენ.

ავტორი: ქეთი გელაშვილი

Print