ახალი ამბები
25 დეკემბრიდან ქუთაისში საახალწლო გარევაჭრობა მოეწყობა
FaceBook
ქუთაისის მერია მოვაჭრეებს, საახალწლოდ, გარევაჭრობის უფლებას მისცემს.
საახალწლო ბაზრობა 25 დეკემბრიდან, წმ. ნინოს ქუჩაზე, ყოფილი სახანძრო შენობის წინ მოეწყობა (ცენტრალური ბაზრის უკანა ტერიტორია).

ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, საახალწლო გარევაჭრობა ნებადართული 15 იანვრამდე იქნება.

აღნიშნულისთვის, გასულ წლებში ფალიაშვილისა (გვირაბის ზემოთ არსებული ტერიტორია) და ჭავჭავაძის ქუჩის (ავტოსადგურის მიმდებარედ) ტერიტორია იყო დათმობილი.

ადგილობრივი თვითმმართველობა, საახალწლოდ, გარევაჭრობის ნებართვას ყოველწლიურად გასცემს.



Print