ახალი ამბები
"სიკვდილის ლურჯი ეკრანი" - ქუთაისში ირაკლი მაჩიტაძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება
FaceBook
ქუთაისში ირაკლი მაჩიტაძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება.

"სიკვდილის ლურჯი ეკრანი" ირაკლი მაჩიტაძის სადებიუტო ნაწარმოებია. წიგნი საი ფაის ჟანრშია დაწერილი. 

ყველაფერი "პლანეტის ფინანსური თუ პოლიტიკური ცენტრებისგან მოშორებით, იმერეთის ერთ პატარა სოფელში, ერთ უცნაურ კაცთან საუბრის შემდეგ" იწყება…

ყველას გინახავთ სიკვდილის ლურჯი ეკრანი. უფრო მეტად ცნობილია მისი ინგლისური სახელწოდება BSD (A Blue Screen of Death). ესაა მდგომარეობა, როდესაც კომპიუტერის ოპერაციული სისტემა აპარატული ან პროგრამული შეცდომების შედეგად ვეღარ ფუნქციონირებს, "იჭედება" და არსებობს ერთადერთი გამოსავალი – კომპიუტერის გადატვირთვა.

დაახლოებით ასეთი რამ ემართება რომანის მთავარ გმირს, რომელსაც საოცარი ამბავი გადახდება თავს. ეს სამუდამოდ შეცვლის მის მსოფლმხედველობას და, მისმა თავგადასავალმა, შესაძლოა, უახლოეს მომავალში მსოფლიოც შეცვალოს. 

წიგნის პრეზენტაცია 21 დეკემბერს, 18:00 საათზე ქუთაისში, კაფე Teahouse Foe-Foe--ში გაიმართება.

მოდერატორი ჟურნალისტი ზეკო ხაჩიძე იქნება. 

ღონისძიების ორგანიზატორია „სულაკაურის გამომცემლობა“.
Print