ახალი ამბები
ქუთაისში ავტობუსის გატაცების საქმეზე დაკავებულებულები გაათავისუფლეს
FaceBook
ქუთაისში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის „გატაცების“ მცდელობისთვის დაკავებული ორივე პირი თავისუფალია.
ერთ-ერთის ადვოკატის არჩილ ნიჟარაძის განცხადებით, ბრალდებულები  საპროცესო შეთანხმების გაფორმების შედეგად გამოუშვეს. 

„საქმე საპროცესო შეთანხმებით დავასრულეთ, კონკრეტულ პირობებთან დაკავშირებით ვერ მოგაწვდით ინფორმაციას, რადგან ეს თავად ბრალდებულის პირადი ინფორმაციაა. მე შემიძლია დაგიდასტუროთ სრული პასუხისმგებლობით, რომ საქმე დასრულებულია და ორივე დაკავებული გათავისუფლებულია", - განმარტავს „ქუთაისიპოსტთან“ ადვოკატი.

ჭავჭავაძის გამზირზე, ავტობუსის მგზავრებიანად „გატაცების“ შემთხვევა 16 დეკემბერს, საღამოს საათებში მაშინ მოხდა, როდესაც მძღოლი ტრანსპორტიდან თამბაქოს მოსაწევად ჩავიდა. ამ დროს მგზავრებს შორის მყოფმა ერთმა პირმა მისი ადგილი დაიკავა და ავტობუსი დაძრა. მისი შეჩერება დაახლოებით 15-20 მეტრის გავლის შემდეგ მოხერხდა.

როგორც ბრალდებულის ადვოკატი განმარტავდა, აღნიშნული ქმედება ძლიერი ალკოჰოლური თრობის შედეგად იყო გამოწვეული, რის გამოც, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავის საქციელს ვერ აკონტროლებდა.

საქმეზე გამოძიება ძარცვის მუხლით იყო აღძრული. 

ავტორი: ქეთი გელაშვილი







Print