ახალი ამბები
ხონში მომხდარი მკვლელობის საქმეზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა
FaceBook
იმერეთის პოლიციამ, ხონში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა.
ბრალდებულმა 17 დეკემბერს, ბარბარობის დღესასწაულზე, 33 წლის მამაკაცს ცივი იარაღით 2 ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მიყენებული დაზიანებების შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი, მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი დანა - ნივთმტკიცებად ამოიღეს“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ავტორი: ქეთი გელაშვილი

Print