ახალი ამბები
რამდენია 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი?!
FaceBook
პარლამენტმა 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა.

პროექტის მიხედვით, საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 21 914 200 000 ლარს შეადგენს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – 6 858 420 000 ლარი;

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – 3 330 920 000 ლარი;

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო – 2 030 780 700 ლარი;

თავდაცვის სამინისტრო – 1 260 000 000 ლარი;

შინაგან საქმეთა სამინისტრო –1 106 000 000 ლარი;

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 698 480 000 ლარი;

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – 558 180 000 ლარი;

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო – 431 232 000 ლარი;

იუსტიციის სამინისტრო – 392 400 000 ლარი;

საგარეო საქმეთა სამინისტრო – 186 000 000 ლარი;

ფინანსთა სამინისტრო – 106 000 000 ლარი.

2023 წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები 17 619 000 000 ლარზე მეტი ოდენობითაა განსაზღვრული. აქედან გადასახედებიდან მიღებული შემოსავლების ოდენობა დაახლოებით 16 290 000 000 მილიონია, გრანტებიდან – 279 000 000 ლარზე მეტი, ხოლო სხვა შემოსავლებიდან 1 050 000 000 ლარზე მეტის მიღებაა გათვალისწინებული.

გადასახადებიდან მიღებული შემოსავლების კლასიფიკაცია შემდეგია:

საშემოსავლო გადასახადი – 5 140 000 000 ლარი;

მოგების გადასახადი – 2 000 000 000 ლარი;

დამატებითი ღირებულების გადასახადი – 6 670 000 000 ლარი;

აქციზი – 2 100 000 000 ლარი;

იმპორტის გადასახადი – 130 000 000 ლარი;

სხვა გადასახადი – 250 000 000 ლარი.

Print