ახალი ამბები
რა ღონისძიებებია დაგეგმილი ქუთაისში ახალ წელს (პროგრამა)
FaceBook
ქუთაისში, ახალ წელთან დაკავშირებით, სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი.
საახალწლო ზეიმი 24 დეკემბრიდან, ქალაქის მთავარი ნაძვის ხით ანთებით დაიწყება და 13 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. 

გთავაზობთ საახალწლო ღონისძიებების პროგრამას:


ქუთაისში, საახალწლოდ, კულტურულ-შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები გაიმართება. 24 დეკემბერს, 20:00 საათზე ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთება და კონცერტი ჩატარდება;

25 დეკემბერს, „ოქროს ჩარდახში“ კათოლიკური შობის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართება;

26 დეკემბერიდან გალერეა „ვარლაში“ ქუთაისელ მხატვართა საახალწლო გამოფენის ნახვას შეძლებთ;

28 დეკემბერს ოპერის თეატრში საშობაო გალა - კონცერტი გაიმართება;

30 დეკემბერს, მესხიშვილის თეატრში ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი საახალწლო კონცერტს წარმოგვიდგენს;

29-დან 31 დეკემბერის ჩათვლით, „ვერიკოს სკვერში“ ტრადიციული საახალწლო ბაზრობა მოეწყობა;

31 დეკემბერს კი, 21:00 საათზე, ცენტრალურ მოედანზე, საახალწლო გალა-კონცერტი დაიწყება (ფოიერვერკების თანხლებით);

3-დან 5 იანვრამდე პატარებისთვის საახალწლო წარმოდგენები და სპექტაკლები გაიმართება, სადაც ბავშვები საჩუქრებსაც მიიღებენ;

შობას, 7 იანვარს, ქალაქის ქუჩებში ტრადიციული საშობაო მსვლელობა „ალილო“ გაიმართება;

13 იანვარს კი მესხიშვილის სახელობის თეატრში ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლ "გენის" კონცერტი ჩატარდება;

საახალწლო სამზადისი მერიამ წელს ადრიანად დაიწყო. ქალაქის ქუჩების ძირითადი ნაწილი განათებულია. მესხიშვილის თეატრის წინ კი ახალი 16 მეტრიანი ნაძვის ხის მონტაჟი მიმდინარეობს.

ჯამში, საახალწლო განწყობის შესაქმნელად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 366 125 ლარი დაიხარჯება, რაც 70 000 ლარით მეტია გასულ წელს ამავე ღონისძიებების ხარჯებთან შედარებით.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


Print