ახალი ამბები
წყალტუბოში სანატორიუმი იწვის
FaceBook
სანატორიუმ "იმერეთში" მცხოვრები ოჯახი ხანძრის ადგილიდან გადაყვანილია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

წყალტუბოში სანატორიუმი "იმერეთი" იწვის.

წყალტუბოს გამგებლის მოადგილის ინფორმაციით, ცეცხლი სანატორიუმის ერთ-ერთ ფლიგელში დღეს დილის საათებში გაჩნდა. აღნიშნულ ფლიგელში მხოლოდ ერთი მოსახლე ცხოვრობს.

ზაზა ძნელაძის განმარტებით, სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები ხანძრის ჩსაქრობად დილიდანვე მივიდნენ. თუმცა, ხანხარი სანატორიუმი "იმერეთის" მეორე ფლიგელშიც გავრცელდა, სადაც მოსახლეობა არ ცხოვრობს.

ხანძრის ლოკალიზება ამ დროისთვისაც მიმდინარეობს. სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენელი, თამაზ ბენიძე განმარტვას, რომ ჯერჯერობით ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია.

სანატორიუმ "იმერეთში" მცხოვრები ოჯახი ხანძრის ადგილიდან გადაყვანილია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
Print