ახალი ამბები
ტყიბულის მერია საახალწლო კონცერტისთვის სატელევიოზიო შოუების მონაწილე ბენდს ითხოვს
FaceBook
ტყიბულის მერია საახალწლო კონცერტისთვის, სატელევიოზიო შოუებში მონაწილე და ცნობილ მუსიკოსთა ბენდს ითხოვს.
ასეთია საახალწლო ღონისძიების ორგანიზებისთვის გამოცხადებული სატენდერო პირობები. გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს მუსიკალური გაფორმება, ღონისძიების გადაღება/მონტაჟი და სინქრონულად დადგმული ფეიერვერკის შოუ. 

"საქართველოში ცნობილი მუსიკოსთა ჯგუფი, ცოცხალი შესრულებით, სატელევიზიო შოუებში მონაწილე და ხალხისთვის საყვარელი ცნობილი ჰიტების ქავერების შემსრულებელი. ბენდი უნდა შედგებოდეს 5 წევრისაგან, მათ შორის ორი სოლისტით. მუსიკალური გაფორმების ხანგრძლივობა არანაკლებ 90 წუთი. ბენდის შერჩევა უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან (ტყიბულის მერიასთან -რედ.)"- ამ კრიტერიმებს უნდა აკმაყოფილებდეს ჯგუფი, რომელიც ტყიბულელებს საახალწლო განწყობას შეუქმნის.

რატომ გახდა აუცილებელი კრიტერიუმებში სატელევიზიო შოუბში მონაწილე ბენდზე ხაზგასმა და ასევე, რის საფუძველზე ვლინდება, თუ რომელი ჯგუფია ტყიბულელი ხალხისთვის საყვარელი - ამ შეკითხვებით ტყიბულის მერიას მივმართეთ.  პრესსამსახურში კითხვებზე პასუხს კი, ოფიციალური წერილით მიმართვის შემდეგ დაგვპირდნენ. 


ავტორი: ქეთი გელაშვილი



Print