ახალი ამბები
მარიამ ბიგვავამ საბავშვო ევროვიზიაზე მესამე ადგილი მოიპოვა
FaceBook
საქართველოს წარმომადგენელი მარიამ ბიგვავა, საბავშვო ევროვიზია 2022-ის კონკურსზე, მესამე ადგილზე გავიდა.

მან საერთაშორისო ჟიურისა და ტელემაყურებლებისგან ჯამში 161 ქულა დააგროვა.

ევროვიზიაზე მარიამი მერვე ნომრად გამოვიდა და გიგა კუხიანიძის სიმღერა - I Believe/მჯერა შეასრულა.

2022 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული საფრანგეთის წარმომადგენელი გახდა.

კონკურსანტმა 203 ქულა მიიღო. მეორე ადგილზე კი სომხეთის წარმომადგენელი 180 ქულით გავიდა.

2022 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს სომხეთმა უმასპინძლა. მასში 16 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა.

ავტორი: ქეთი გელაშვილი
Print
თეგები: #I Believe/