ახალი ამბები
ქუთაისში „ამერიკული დღეები 2022“ გაიმართება
FaceBook
10 დეკემბერს ქუთაისში სპორტულ-კულტურული ფესტივალი "ამერიკული დღეები 2022" გაიმართება.

ღონისძიებები  13:00 საათზე დაიწყება და მათი ძირითადი ნაწილი ცენტრალურ ბულვარში ჩატარდება, სადაც წარმოდგენილი იქნება ამერიკული სპორტული და კულტურული აქტივობები:

● ამერიკული ფეხბურთი

● ბეისბოლი და სოფთბოლი

● კალათბურთი

● სთრონგმენები

● ქროსფითი

● მკლავჭიდი

● სამჭიდი

● აირსოფთი

● დრამსქული

● ჩერლიდინგი

● ფოვერ ლიფტინგი

● ფრისბი

● მასელ ქარები

● მოტოკლუბი

● გრაფიტი

● კორნ ჰოლი

ტერიტორიაზე განთავსდება ამერიკული და ქართული ბრენდების პავილიონები.

ივენთს გააფორმებს ჰიფ-ჰოფ მუსიკა, რომელსაც წარმოადგენს არტისტი DJ Grotask.
ღონისძიება კი დასრულდება ელექტრონული მუსიკის ივენთით, სადაც დაუკრავენ:
Sebi Den და Deme

ფესტივალის ორგანიზატორია "შტატი 51"

მხარდამჭერები  აშშ-ის საელჩო საქართველოში, ქუთაისის მერია
და თრეველ ჰაბი "ნომადაო"

დასწრება თავისუფალია.

ფესტივალი ეძღვნება საქართველო-ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს.


Print