ახალი ამბები
ქუთაისის საბავშვო ბაღებში საშობაო არდადეგები 31 დეკემბრიდან დაიწყება
FaceBook
ქუთაისის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში საშობაო არდადეგები 31 დეკემბრიდან დაიწყება.

რაც შეეხება სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის აღდგენას, ზუსტი თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

„ჯერ არ გადაგვიწყვეტია 16 იანვარს აღვადგენთ სასწავლო პროცესს, თუ 23-ში, რადგან არასრული კვირაა, 19 იანვარს ნათლისღების დღესასწაულია. დანამდვილებით იმის თქმა შემიძლია, რომ ვიმუშავებთ 30 დეკემბრის ჩათვლით“- ამბობს ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი დავით წიტაიშვილი.

ქუთაისის მერიის ა(ა)იპ "ბაგა–ბაღების გაერთიანებაში" სულ 37 ფილიალია, სადაც 7 643 აღსაზრდელია რეგისტრირებული.

ავტორი: ქეთი გელაშვილი
Print