ახალი ამბები
ქუთაისში, მთავარი ნაძვის ხე 24 დეკემბერს აინთება
FaceBook
ქუთაისში, ქალაქის მთავარი ნაძვის ხე 24 დეკემბერს, 20:00 საათზე აინთება.
ქალაქს წელს ახალი 16 მეტრიანი ნაძვის ხე ექნება, რომლის ღირებულება 146 000 ლარია.

მერიამ საახალწლო სამზადისი წელს ადრიანად დაიწყო.

საახალწლო მორთულობებით ქუჩების მოწყობა მიმდინარეობს.

ადგილობრივი თვითმმართველობა საახალწლო ღონისძიებებისთვის წელს, საბოლოო ჯამში, დაახლოებით, 366 125 ლარს დახარჯავს, რაც 70 000 ლარით მეტია გასულ წელს ამავე ღონისძიებების ხარჯებთან შედარებით.


ამავე თემაზე:


ქუთაისში საშობაო ნაძვის ხის ტენდერი "ღამის შოუ სტუდიამ" მოიგო



ავტორი: ქეთი გელაშვილი
Print