ახალი ამბები
ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს თასის მფლობელი გახდა
FaceBook
ქუთაისის "ტორპედო" დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მფლობელი გახდა.

გუნდმა თბილისის "ლოკომოტივი 2" ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

ფინალური დაპირისპირება ბათუმში გაიმართა.

ანგარიში "ტორპედოს" ფეხბურთელმა მაურო კაბალიერომ, მეორე ტაიმში, გახსნა (1:0), გიორგი ქიმაძემ კი საბოლოო შედეგი დააფიქსირა (2:0).

ქუთაისის "ტორპედომ" საქართველოს თასი მეხუთედ მოიგო და მომავალ წელს კონფერენს ლიგაზე თამაშის უფლება მოიპოვა.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


Print