ახალი ამბები
ხახანაშვილის ქუჩაზე სარემონტო სამუშაოები მიტოვებულია
FaceBook
ქუთაისში, ხახანაშვილის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიტოვებულია.
ერთი თვეზე მეტია, ქუჩაზე ფილები აყრილია, რის გამოც, როგორც მანქანებისთვის, ასევე ქვეითებისთვისაც გაადადგილება დისკომფორტს ქმნის.

"ხახანაშვილის ქუჩაზე სამუშაოები 1 ოქტომბრიდან დავიწყეთ და 20 ნოემბრამდე უნდა დაგვესრულებინა, მაგრამ ფილები რომ ავყარეთ, პრობლემა შეგვექმნა კომუნიკაციებთან დაკავშირებით და გავჩერდით. ეს ყველაფერი უნდა გამოესწორებინა მერიას.  მივწერეთ, მაგრამ არც პასუხი მოგვწერა და არც ხარვეზები გამოასწორა",
- ამბობს ხახანაშვილის ქუჩის კეთილმოწყობაზე პასუხისმგებელი კომპანია "ონიქს როუდის" წარმომადგენლი გიორგი ლომთაძე. 

კომპანია ხახანაშვილის ქუჩასთან ერთად, ჯიბლაძის ქუჩის მოწყობაზეც იყო პასუხისმგებელი. ამის ვალდებულება 504 803 ლარის სანაცვლოდ, (ჯიბლაძის ქუჩა - 285 586 ლარი, ხახანაშვილის ქუჩა - 219 216) ელექტრონული ტენდერი გზით მიიღო. კომპანიას თავდაპირველი ხელშეკრულებით სამუშაოები სამ თვეში უნდა დაესრულებინა, მაგრამ პროექტში შესული კორექტირებების გამო დამატებითი დრო დასჭირდა. თუმცა,  მერიამ ჯერ დააჯარიმა, შემდეგ კი ხელშეკრულება გაუწყვიტა. 

ავტორი: ქეთი გელაშვილი 


Print