ახალი ამბები
ქუთაისში საახალწლო დეკორაციების მონტაჟი დაიწყო
FaceBook
ქუთაისში საახალწლო განათებების მონტაჟი მიმდინარეობს.  
ააიპ "ქუთგანათების სერვისმა" საახალწლო მორთვა  რუსთაველის ქუჩიდან დაიწყო. 

როგორც "ქუთაგანათების სერვისში"  განმარტავენ, საახალწლო  დეკორაციები ძირითადად ქალაქის ცენტრალურ ნაწილში განთავსდება.  

რაც შეეხება, დეკორაციების მოწყობის დასრულებას,  ააიპ-ში ზუსტ თარიღს ვერ აკონკრეტებენ. 

2011 წლის შემდეგ,  ქუთაისი ახალ წელს ახალი ნაძვის ხით შეხვდება. 16 მეტრიანი ქალაქის მთავარი ნაძვის ხისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 146 000 ლარი  განისაზღვრა. 

საბოლოო ჯამში, დაახლოებით,  366 125 ლარი დაიხარჯება, რაც  70 000 ლარით მეტია გასულ წელს ამავე ღონისძიებების ხარჯებთან შედარებით. 


ამავე თემაზე:


ქუთაისში საშობაო ნაძვის ხის ტენდერი "ღამის შოუ სტუდიამ" მოიგო



ავტორი: ქეთი გელაშვილი
Print