ახალი ამბები
უკრაინაში ხუთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
FaceBook
უკრაინაში რუსულ აგრესიას კიდევ 5 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.

ქართველი მებრძოლები ბახმუტის მიმართულებაზე დაიღუპნენ. 

უკრაინაში დაღუპული 5 ქართველი გმირია:
ავთო რურუა
რომეო ფირჩახია
როლანდ კვარაცხელია
ბადრი მარკელია
მერაბ ალადაშვილი

რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო. უკრაინის მხარეს უკრაინაში მცხოვრები თუ საქართველოდან წასული 1500-მდე ქართველი მებრძოლი იბრძვის. რუსულ აგრესიას უკრაინაში 33 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა
Print