ახალი ამბები
წულუკიანის ვიზიტი კრიტიკული მედიების გარეშე
FaceBook
ქუთაისში საქართველოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი სტუმრობდა. თუმცა მისი ვიზიტის თაობაზე კრიტიკულ მედია ორგანიზიაციებს ისევ არ შეატყობინეს.

კრიტიკული მედიის წარმომადგენლებმა ვიზიტის თაობაზე მხოლოდ მინისტრის წასვლის შემდეგ შეიტყვეს. 

როგორც მოგვიანებით ქუთაისის მერიის გავრცელებული ინფორმაციიდან გაირკვა, წულუკიანი ქუთაისში მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაციას დაესწრო.

შეხვედრაზე წარმოადგინეს შენობის რეაბილიტაციის პროექტის საპრეზენტაციო ფორმატი და თეატრის მთავარი ფარდის ესკიზი, რომელზეც მხატვარი თეიმურაზ (მურაზ) მურვანიძე მუშაობდა.

პრეზენტაციას მინისტრთან ერთად, მხოლოდ ოპერის თეატრისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

სარეაბილიტაციო სამუშაოების საერთო ღირებულება 21 მილიონი ლარია.



Print