ახალი ამბები
ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელმა დაკავებული პოსტი დატოვა
FaceBook
ქუთაისის მერიაში საკადრო ცვლილებები გრძელდება.
ამ ჯერად დაკავებული პოზიცია შპს სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელმა ირაკლი გიორგობიანმა დატოვა.

"ვამაყობ იმით, რომ 30 წლის შემდეგ მუნიციპალური ტრანსპორტი დავაფუძნეთ, შევქმენით და თანამედროვე რელსებზე დავაყენეთ. 30 წლის შემდეგ ქუთაისლებს გვაქვს შესაძლებლობა ვიმგზავროთ მუნიციპალური ტრანსპორტით სუფთად, უსაფრთხოთ და დროში გაწერილი გრაფიკით. გაჩერებაზე დამონტაჟებული საინფორმაციო დაფებით ფაქტიურ სურათსაც დაინახავს მომხმარებელი თუ როგორ გადაადგილდება ტრანსპორტი.

ვფიქრობ არსებული შედეგია ქალაქის წინსვლის და განვითარების. მადლობა მინდა ყველას ჩვენს მეგობარს გადაუხადო გულშემატკივრობისთვის, დაფასებისთვის და გვერდით დგომისთვის!

მე ამჯერად არსებული პოზიციიდან გემშვიდობებით და წარმატება მინდა დიდ გუნდს ვუსურვო, რომელიც გააგრძელებს ქალაქის საქმის კეთებას. ქუთაისისთვის ბევრი ღამე ვათენეთ და ვამაყობ შედეგებით!", -  წერს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გიორგი გიორგობიანი. 

ცოტა  ხნი წინ დაკავებული თანამდებობა დატოვა მერის მოადგილემაც.







Print