ახალი ამბები
რა ხდება უკრაინაში ომის 278-ე დღეს
FaceBook
ომის 278-ე დღე.
უკრაინის ქალაქები ისევ იბომბება. ოკუპანტთა სამიზნე ამჯერად დონეცკის დასახლებული რაიონები გახდა. ქალაქ კუხოვკაში საარტილერიო დარტყმების შედეგად 2 სამოქალაქო პირი დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა. მანამდე საოკუპაციო ძალებმა დნეპროპეტროვსკი დაბომბეს. სარაკეტო დარტყმების შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 13 ადამიანი.

სარაკეტო თავდასხმებთან ერთად, უკრაინა აღმოსავლეთის ფრონტზე სახმელეთო იერიშებსაც იგერიებს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ოკუპანტები ძირითადი ძალების კონცენტრირებას ბახმუტისა და ავდეევკის მიმართულებით ახდენენ. ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინელებმა დონეცკში ოკუპანტთა 5 შეტევა მოიგერიეს.
Print