ახალი ამბები
26 ნოემბრიდან 5 დეკემბრამდე - სად დაიკეტება დროებით მოძრაობა ქუთაისში
FaceBook
მიმდინარე საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 ნოემბრიდან 5 დეკემბრამდე , დროებით დაიკეტება ქუჩის გარკვეული მონაკვეთი.
კერძოდ, მოძრაობა შეიზღუდება ჭავჭავაძის გამზირზე, ხორავას ქუჩიდან ჭავჭავაძის N34 კორპუსამდე. შესაბამისად, ცვლილება იქნება სატრანსპორტო სქემაშიც:

N 1 მარცხენა, ნაცვლად ჭავჭავაძის გამზ. მითითებული მონაკვეთისა, იმოძრავებს ზვიად გამსახურდიას გამზირი, სიმონ გუგუნავას ქუჩა, ი. ჭავჭავაძის გამზირი - ლ. ასათიანის ქუჩისკენ.

N 1 მარჯვენა - ნაცვლად ჭავჭავაძის გამზ. მითითებული მონაკვეთისა, იმოძრავებს სიმონ გუგუნავას ქუჩა, ზვიად გამსახურდიას ქუჩა, ჭავჭავაძის გამზირი (სადგურის მიმდებარედ) და მოძრაობას განაგრძობს ზვიად გამსახურდიას გამზირზე, დადგენილი სვლაგეზით.

N 10 - ნაცვლად ჭავჭავაძის გამზ. მითითებული მონაკვეთისა, იმოძრავებს სიმონ გუგუნავას ქუჩა, ზვიად გამსახურდიას გამზ, ი. ჭავჭავაძის გამზ (სადგურის მიმდებარედ) და მოძრაობას განაგრძობს ზვიად გამსახურდიას გამზირზე, დადგენილი სვლაგეზით.

N 20 - ნაცვლად ჭავჭავაძის გამზ მითითებული მონაკვეთისა, იმოძრავებს რ. თაბუკაშვილის ქუჩიდან- სიმონ გუგუნავას ქუჩა, ზ. გამსახურდიას გამზ., ჭავჭავაძის გამზირი (სადგურის მიმდებარედ) და მოძრაობას განაგრძობს ზვიად გამსახურდიას გამზირზე, დადგენილი სვლაგეზით.

N 25 - ნაცვლად ჭავჭავაძის გამზ მითითებული მონაკვეთისა, იმოძრავებს ზვიად გამსახურდიას გამზირიდან, სიმონ გუგუნავას ქუჩა, ი.ჭავჭავაძის გამზირით და სვლას განაგრძობს დადგენილი სვლაგეზით.

N 31 - ნაცვლად ჭავჭავაძის გამზ. მითითებული მონაკვეთისა, იმოძრავებს სიმონ გუგუნავას ქუჩა, ზვიად გამსახურდიას ქუჩა, ჭავჭავაძის გამზირი (სადგურის მიმდებარედ) და მოძრაობას განაგრძობს ზვიად გამსახურდიას გამზირით უკან, დადგენილი სვლაგეზით.

N 41 - ნაცვლად ჭავჭავაძის გამზ. მითითებული მონაკვეთისა, იმოძრავებს სიმონ გუგუნავას ქუჩა, ზვიად გამსახურდიას გამზირი, ჭავჭავაძის გამზირი (სადგურის მიმდებარედ) და მოძრაობას განაგრძობს ზვიად გამსახურდიას გამზირზე.

N118- ნაცვლად ჭავჭავაძის გამზ მითითებული მონაკვეთისა, იმოძრავებს ზ. გამსახურდიას გამზირით, ჭავჭავაძის გამზ. (სადგურის მიმდებარედ) და უკან, დადგენილი სვლაგეზით.

N 126- ნაცვლად ჭავჭავაძის გამზ. მითითებული მონაკვეთისა, იმოძრავებს ზვიად გამსახურდიას გამზირი, სიმონ გუგუნავას ქუჩა, ი. ჭავჭავაძის გამზირის გავლით ლ. ასათიანის ქუჩისკენ, დადგენილი სვლაგეზით.
Print