ახალი ამბები
"ვბრუნდები ავიაციაში" - ქუთაისის მერის ყოფილი მოადგილე
FaceBook
"ქუთაისიპოსტის" ინფორმაციით,  ქალაქის მერის ყოფილი მოადგილე ირაკლი ქარქაშაძე აეროპორტების გაერთიანების დირექტორად ინიშნება.
იგი ჩვენთან საუბარში ამბობს , რომ რამდენიმე შეთავაზება აქვს, მათ შორის, აღნიშნულ  გაერთიანებაშიც. 

"რადგან ტურიზმი  არის ჩემი სფერო, შემიძლია გითხრათ რომ ავიაციაში ვბრუნდები, მაგრამ ეს რამდენად იქნება გაერთიანების დირექტორის პოსტი ამას ჯერ ვერ გეტყვით,  იქიდან გამომდინარე, რომ  რამდენიმე შემოთავაზება მაქვს", -  ამბობს  ჩვენთან საუბარში ირაკლი ქარქაშაძე. 

მან  პოსტის დატოვების შესახებ განცხადება,  გუშინ 24 ნოემბერს,   ფეისბუქით გაავრცელა.

ირაკლი ქარქაშაძემ მერის მოადგილის პოსტი ორი წლის წინ  დაიკავა. იგი სოციალურ საკითხებს, ტურიზმსა და საერთაშორისო ურთიერთობებს კურირებდა.  აღსანიშნავია, რომ იგი  2014-2016 წლებში  საქართველოს აეროპორტების გაერთიანება  საავიაციო ინდუსტრია - ბიზნეს განვითარების კოორდინატორი გახლდათ.  2020 წლიდან - დღემდე საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატა (საავიაციო ინდუსტრია) საავიაციო კომიტეტის მდივანია.
Print