ახალი ამბები
ქუთაისის მერის მოადგილემ თანამდებობა დატოვა
FaceBook
ქუთაისის მერის მოადგილემ  ირაკლი ქარქაშაძემ დაკავებული თანამდებობა დატოვა.
ამის შესახებ  მან  ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელ ფეიბუქში დაწერა. 

"მივიღე გადაწყვეტილება  დავტოვო მერის მოადგილის თანამდებობა, რამეთუ მოვიდა დრო ახალი გამოწვევების და შესაძლებლობების. იმედი მაქვს , რომ ჩემ ახალი საქმიანობით განვახორციელებ პროექტებს , რომლებიც ქუთაისს,  და იმერეთის რეგიონს, გლობალური ეკონომიკის რუკაზე სტრატეგიულ  ადგილს დაუმკვიდრებს. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს გუნდს, რომელმაც გამომიცხადა  ნდობა და მომცა საშუალება  ვემსახურო ჩემს ქალაქს და ჩემს სამშობლოს. ჩემი გადადგომის მიუხედავად, სადაც არ უნდა ვიყო, მე ვრჩები ქუთაისის ერთგული. 

ორი წელზე ოდნავ მეტი ვარ ქუთაისის მერის მოადგილე.

მეამაყება, რომ ამ დროში:

GET LOST WITH WIZZAIR პროექტი რომლის წყალობითაც 63 მილიონმა ადამიანმა შეიტყო ქუთაისის შესახებ! დავიწყეთ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე არსებული ისტორიული მუზეუმის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია. ქუთაისში შემოდის აჭარა ჯგუფი და მალე ჩვენც გვექნება სივრცე როგორი თბილისში სასტუმრო რუმსი, სტამბა და ფაბრიკაა და რომელიც ქუთაისს ასე აკლია. ჩემი მერის მოადგილეობის დროს, ვებრძოდით პანდემიას და 24 საათში გავხსენით ვაქცინაციის ცენტრი, ყველა სტანდარტის დაცვის. იმერეთის რეგიონი, იყო პირველი, რომელმაც თბილისის პარალელურად აამუშავა ცხელი ხაზი", - წერს  ირაკლი ქარქაშაძე. 


Print