ახალი ამბები
"თანამედროვე ქართული კინო ქუთაისში" ნოემბერშიც არ ჩატარდება
FaceBook
ყოველთვიური კინოჩვენება, "თანამედროვე ქართული კინო ქუთაისში",  ნოემბრის თვეშიც არ ჩატარდება.

ამის შესახებ ინფორმაციას  ქუთაისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალის  წარმომადგენლები ავრცელებენ. 

მიზეზი კინო „საქართველოში“ არსებული პრობლემებია. კინოთეატრი ერთ თვეზე მეტია დახურულია.

ამავე მიზეზით კინოჩვენება არც ოქტომბერში გამართულა.

ქუთაისის კინოფესტივალის გუნდი ბოდიშს უხდის  მაყურებელს შექმნილი მდგომარეობისათვის და ეძებს ალტერნატიულ სივრცეს, დეკემბრის კინოჩვენების ჩასატარებლად.

თითქმის ერთი წელია ქუთაისში ყოველი თვის ბოლო შაბათს ქართული მხატვრული და დოკუმენტური ფილმების ჩვენებები ეწყობოდა.

წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი ვტორების ახალი ფილმები. 
Print
თეგები: #კინო