ახალი ამბები
ქუთაისის მერია, ქალაქში არსებული შადრევნებისა და სასმელი ნიჟარების მოვლა-პატრონობაზე ტენდერს აცხადებს
FaceBook
ქუთაისის მერია, ქალაქის ტერიტორიაზე არსებული შადრევნებისა და სასმელი ნიჟარების მოვლა-პატრონობა და ექსპლოატაციაზე ტენდერს აცხადებს.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 399`977 ლარია. 

სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულია რომ "მიმწოდებელი" ვალდებულია ქუთაისის ტერიტორიაზე არსებული შადრევნებისა და სასმელი ნიჟარების მოვლა-პატრონობა და ექსპლოატაცია განახორციელოს ხელშეკრულების დადებიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

ჩამონათვალში მითითებულია 9 შადრევანი და 20-მდე სასმელი ნიჟარა. 

1. ცენტრალურ ბაღში (2 შადრევანი) მდებარე შადრევნები
2. პირველ სკოლასთან მდებარე შადრევანი
3. ყოფილ პროკურატურასთან მდებარე შადრევანი
4. კიკვიძის სკვერში მდებარე შადრევანი
5. ნიკოლაძის სკვერში მდებარე შადრევანი
6. ცენტრალურ მოედანზე მდებარე შადრევანი
7."საფიჩხიის ადმინისტრაციულ ერთეულში", "ამაღლების ეკლესიის" წინ მდებარე
შადრევანი
8. ნინოშვილის ბაღში მდებარე შადრევანი
9. ხარაზოვის ბაღში მდებარე შადრევანი
სასმელი ნიჟარები: (ცენტრალური ბაღი (2 ცალი), ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის
მერიის წინ (1 ცალი), ნიკოლაძის სკვერი (1 ცალი), ნინოშვილის სკვერი (1 ცალი),
ჭავჭავაძის #11 და #13 შორის არსებული სკვერი (1 ცალი),"გამარჯვების"
მუნიციპალიტეტთან (1 ცალი)), ლეონიძის სკვერში (1 ცალი), ავანგარდში ოლიმპიურ
სკვერში (1 ცალი), ნიკეაზე მე 40 სკოლასთან მდებარე სკვერში (2 ცალი), ჭავჭავაძის
გამზირზე 48-50 ბინასთან სკვერში (1 ცალი), თევზის მაღაზიასთან სკვერში (1 ცალი),
ფიზიკა მათემატიკის წინ სკვერში (1 ცალი), თაბუკაშვილის 32 სკვერში (1 ცალი), ზ.
ჭავჭავაძის ქუჩაზე სკვერში (1 ცალი), ასლანიკაშვილის სკვერში (1 ცალი), ბოგდანოვის
სკვერში (1 ცალი), ნიკეას 44 სკვერში (1 ცალი) და ნიკეას 72 სკვერში (1 ცალი)


Print