ახალი ამბები
„რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა" - ნატოს საპარლამენტო ასამბლეას რეზოლუცია
FaceBook
ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელიც ალიანსის ყველა წევრს მოუწოდებს "მკაფიოდ განაცხადონ, რომ რუსეთის სახელმწიფო, ამჟამინდელი რეჟიმის პირობებში, ტერორისტული სახელმწიფოა".

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ აუცილებელია შეიქმნას საგანგებო საერთაშორისო ტრიბუნალი რუსეთის აგრესიის საკითხზე.

"რუსეთის ხელმძღვანელები ნამდვილი ტერორისტებივით მოქმედებენ, უპრეცედენტო ბარბაროსობის დემონსტრირებით - სამოქალაქო მოსახლეობასა და ინფრასტრუქტურაზე დარტყმებით. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, ისინი საერთაშორისო ტრიბუნალებზე უნდა გასამართლდნენ, როგორც ტერორისტები" - განაცხადა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ახალმა თავმჯდომარემ, ჟოელ გარიო-მაილიამმა.

მანამდე ანალოგიური რეზოლუცია მიიღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ და ესტონეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ჩეხეთისა და პოლონეთის პარლამენტებმა.
Print