ახალი ამბები
მგზავრთა დაზიანებული მოსაცდელების რეკონსტრუქცია ქალაქს 50 000 ლარზე მეტი დაუჯდება
FaceBook
მგზავრთა დაზიანებული მოსაცდელების რეაბილიტაციისთვის ქუთაისის მერია ელექტრონულ ტენდერს
(NAT220024185) აცხადებს.

აღნიშნული სამუშაოებისთვის ქალაქი 53 776 ლარს დახარჯავს. 

გარემონტდება 6 მოსაცდელი გუმათში, ორი მოსაცდელი ახალგაზრდობის გამზირზე, სადგურ რიონში და  ნიკეას ქუჩაზე.

სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების დადებიდან 45  კალენდარული დღე.

Print