ახალი ამბები
საახალწლო და საშობაო ღონისძიებების ორგანიზება - მერია მორიგ ტენდერს აცხადებს
FaceBook
ქალაქის მერია საახალწლოდ, კიდევ ერთ სახელმწიფო შესყიდვას აცხადებს.  ამჯერად ადგილობრივი თვითმმართველობა ტენდერს  საახალწლო და საშობაო ღონისძიებების ორგანიზებისთვის (NAT220023871) აცხადებს.

აღნიშნული აქტივობების განხორციელებაში მერია 31 780 ლარის დახარჯვას გეგმავს. 

სატენდერო  დოკუმენტაციის თანახმად,  ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ 17 ტიპის აქტივობა უნდა განახორციელოს. 

მაგალითად,  მსახიობის მომსახურება, რომელიც განასახიერებს ქართულ თოვლის ბაბუას, პანტომიმის მსახიობების მომსახურეობა, საახალწლო თეატრალური წარმოდგენა, 2022 წლის 31 დეკემბერს კოსტიუმირებული წარმოდგენის გამართვა და ა.შ.

მერიამ საახალწლო სამზადისის ფარგლებში ტენდერი გამოაცხადა ასევე საშობაო ნაძვის ხის, ფოიერვერკების, საახალწლო სათამაშოების შესაძენად და გალა კონცერტისთვის სცენითა და აპარატურით მომსახურებაზე.


ამავე თემაზე:


Print