პოლიტიკა
ევროპარლამენტმა შეათანხმა რეზოლუციის ტექსტი, რომელიც რუსეთს ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ აღიარებს
FaceBook
ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფები შეთანხმდნენ რეზოლუციის პროექტის ტექსტზე, რომელიც რუსეთის ფედერაციის ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფო აღიარებას ითვალისწინებს.
„ევროპარლამენტის პოლიტიკურ ჯგუფებს შორის ოთხსაათიანი მოლაპარაკების შემდეგ, ტექსტზე შეთანხმებას მიაღწიეს“, - წერს ევროპარლამენტის წევრი ანდრიუს კუბილიუსი „ტვიტერზე“.

მისი ინფორმაციით, რეზოლუციის პროექტის მთავარი პუნქტი აღნიშნულია:

„ევროპარლამენტი აღიარებს რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ და სახელმწიფოდ, რომელიც იყენებს ტერორისტულ საშუალებებს“, - წერს კუბილიუსი.

ევროპარლამენტის მომდევნო სხდომა სტრასბურგში 21-24 ნოემბერს გაიმართება.
Print