ახალი ამბები
2023 წლის ბიუჯეტი საჯარო სექტორში ხელფასების 10% და 20% -იან ზრდას ითვალისწინებს
FaceBook
2023 წლის ბიუჯეტი საჯარო სექტორში ხელფასების 10%-იან ზრდას ითვალისწინებს,  აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში, ბიუჯეტის პროექტის განხილვისას ისაუბრა.

მისი თქმით, 2017 წლამდე საჯარო სექტორში საშუალო ხელფასი კერძო სექტორში არსებული საშუალო ხელფასის 90 პროცენტის ფარგლებში იყო, თუმცა შემდგომ "მნიშვნელოვნად შეიზღუდა" ხელფასების ზრდა და შედეგად, ამ მაჩვენებელმა 2021 წელს 80%-ზე ნაკლები შეადგინა.

სახელფასო პოლიტიკას სჭირდება საკანონმდებლო რეგულაცია,აღნიშნა მინისტრმა.

ამიტომ, მისივე სიტყვებით, ბიუჯეტთან ერთად, წარმოადგინა შრომის ანაზღაურების მარეგულირებელი კანონმდებლობის ცვლილება, რომლის მიხედვითაც მომდევნო წლებში საჯარო სექტორში ხელფასების ზრდა, დაკავშირებული იქნება კერძო სექტორში ხელფასების ზრდასთან.

"ამასთან, კანონი განსაზღვრავს, რომ საჯარო სექტორში საშუალო ხელფასმა არ უნდა გადააჭარბოს კერძო სექტორში არსებული საშუალო ხელფასის 90 პროცენტს", — აღნიშნავს ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური.

2023 წლიდან ხელფასები 20%-ით ეზრდებათ ჯარისკაცებსა და პოლიციელებს.


Print