ახალი ამბები
საახალწლო კონცერტისთვის სცენით მომსახურებაზე მერია თანხას ზრდის და ტენდერს მეორედ აცხადებს
FaceBook
ქალაქის ცენტრალურ მოედანზე დაგეგმილი საახალწლო გალა-კონცერტისთვის, სცენით, მხატვრული განათებით, გარე გამოყენების ეკრანითა და გახმოვანების აპარატურით მომსახურების შესყიდვისთვის ქუთაისის მერია ტენდერი (NAT220023586) მეორედ  გამოაცხადა და თანხა გაზარდა. 

აღნიშნული მომსახურების გაწევისთვის მერია 28`500 ლარს იხდიდა. ამჟამად იგივე მომსახურებაზე 37 000-ს იხდის.

ტენდერის მეორედ გამოცხადების მიზეზი, პირველ ტენდერზე პრეტენდენტების არარსებობა გახდა, რის გამოც 12 -14 ნოემბერს გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად  "მიმწოდებელი" ვალდებულია უზრუნველყოს სცენის, ლედეკრანის, მხატვრული განათების და გახმოვანების აპარატურის მონტაჟი "შემსყიდველი"-ს მიერ მითითებულ ადგილზე და ღონისძიების დასრულების შემდეგ კი დემონტაჟი.

ეს საქმიანობა "მიმწოდებელმა"  2022 წლის 31 დეკემბერს უნდა განახორციელოს.

კონცერტის ხანგრძლივობა არანაკლებ 240 წუთი იქნება.
Print