ახალი ამბები
ქუთაისის მერია საახალწლო ფოიერვერკში 20 000-მდე ლარს დახარჯავს
FaceBook
ქუთაისის მერია აგრძელებს საახალწლო სამზადისს.
ამჯერად,  ადგილობრივ მთავრობაში  19  940 ლარის დახარჯვა აქვთ დაგეგმილი საახალწლო ფოიერვერკების შეძენა- გასროლაში. 

ამ მიზნით მერიამ ელეტრონული ტენდერი (NAT220023208) გამოცხადა. 

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ  2022 წლის 31 დეკემბერს, ქალაქის მერიასთან შეთანხმებულ დროს და ადგილას, ფოიერვერკების მიწოდება-ინსტალაცია-გაშვება.

დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ მიმწოდებელი ვალდებულია ფოიერვერკების გაშვებისას (ერთი ლოკაცია) იზრუნოს უსაფრთხოების ზომებზე.  მესამე პირისათვის ზიანის მიყენების შემთხვევაში, პასუხისმგებლობა დაეკისრება მიმწოდებელს.

მიმწოდებელი ასევე ვალდებულია ფოიერვერკების გასროლის შემდეგ დაასუფთავოს მიმდებარე ტერიტორია ფოიერვერკების ნარჩენებისაგან.


ამავე თემაზე:

Print