ახალი ამბები
აშშ-მა რუსეთს საბაზრო ეკონომიკის სტატუსი გაუუქმა
FaceBook
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთს ოცი წლის წინ მინიჭებული საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნის სტატუსი გაუუქმა, რომელიც რუსულ საქონელზე ანტიდემპინგური გადასახადების გაანგარიშებას ზღუდავდა.
აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტის განმარტებით, მისმა ანალიზმა აჩვენა, რომ რუსეთის ეკონომიკაში მთავრობის ფართოდ ჩარევამ გამოიწვია ფასების და ხარჯების დეფორმირება, რაც, მისი თქმით, ზუსტად არ ასახავს, რამდენად სამართლიანად აფასებენ რუსული კომპანიები აშშ-ში იმპორტს.

უწყებაში აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება შეერთებულ შტატებს აძლევს შესაძლებლობას, გამოიყენოს აშშ-ის ანტიდემპინგური კანონის მთელი ძალა, რათა აღმოფხვრას ბაზრის დამახინჯება, რომელიც გამოწვეულია რუსეთის მთავრობის მზარდი ჩარევით მათ ეკონომიკაში.

Reuters-ი წერს, რომ ვაშინგტონმა რუსეთს საბაზრო ეკონომიკის სტატუსი 2002 წელს მიანიჭა, რაც 2012 წელს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მიღებისთვის არსებითი ნაბიჯი იყო.
Print