ახალი ამბები
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი გუგა გაგნიძე ზესტაფონში დაკრძალეს
FaceBook
უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი გუგა გაგნიძის ზესტაფონში დღეს, 8 ნოემბერს, დაკრძალეს.
გუგა გაგნიძის პანაშვიდები ზესტაფონში მის მშობლიურ სახლში მიმდინარეობდა.

"ვაჟკაცი, კეთილშობილი ადამიანი იყო. ოჯახმა არაფერი იცოდა, აღმოჩნდა, რომ 6 თვეა უკრაინისთვის იბრძოდა..." — ამბობენ მისი ახლობლები.

40 წლის გუგა გაგნიძე  უკრაიანში, ბახმუტთან ახლოს დაიღუპა.

ის არის 23-ე ქართველი, რომელიც თებერვლის შემდეგ უკრაინაში რუსეთის აგრესიას შეეწირა.

უკრაინაში ქართველი მებრძოლების დაღუპვის შესახებ პირველი ინფორმაცია 18 მარტს გავრცელდა. მას შემდეგ 24 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.


Print