ახალი ამბები
„როდემდე?!“ ქუთაისის მერიასთან საპროტესტო აქცია-პერფორმანსს ჩაატარებს
FaceBook
8 ნოემბერს, ქუთაისის მერიასთან აქცია-პერფორმანსი ჩატარდება.

საინიციატივო ჯგუფი "როდემდე?!" ქუთაისის მერიას ქალაქში არსებული გაუმართავი სანიაღვრე სისტემის პრობლემას და მერიის პასუხისმგებლობას შეახსენებს.

პერფორმანსის მიმდინარეობისას იგეგმება ვიდეო კოლაჟის ჩვენება, რომელიც ასახავს, რა პრობლემებს აწყდებიან ქუთაისის მაცხოვრებლები ყოველი წვიმიანი ამინდის დროს სანიაღვრე სისტემების მოუწესრიგებლობა-არქონის გამო, რაც ქალაქის მერიის არაეფექტური მუშაობის შედეგია.

„გვსურს, გავაგებინოთ მერიას, რომ ქუთაისში ადამიანებს - სხვადასხვა უბნებიდან აწუხებთ სანიაღვრე სისტემებთან დაკავშირებული საკითხები - მოუწესრიგებელი, გაუწმენდავი, დაბინძურებული და ზოგიერთ უბანში საერთოდ გაუქმებული სანიაღვრე სისტემა. არსებული პრობლემა და მისი მოგვარება  ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პასუხისმგებლობაა“, - მიაჩნიათ ჯგუფის წევრებს.

აქტივისტები მოუწოდებენ ქუთაისის მერიას გადადგას ქმედითი ნაბიჯები არსებული პრობლემის მოსაგვარებლად.

აქცია-პერფორმანსი  19:00 საათზე გაიმართება.

"როდემდე?!" აქტივისტთა საინიციატივო ჯგუფია,  რომელიც მუშაობს ქუთაისში არსებულ ხელშესახებ პრობლემებზე.




Print