ახალი ამბები
"ემეგობრე პოლიციას" - დასკვნითი კამპანია ქუთაისში
FaceBook
შინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანია  "ემეგობრე პოლიციას"  ქუთაისში გამართული ღონისძიებით დასრულდა.
დღეს,  ბავშვებისთვის ქალაქის ცენტრალურ მოედანზე სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი ღონისძიება მოეწყო.  წარმოდგენილი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს  ქვედანაყოფბების სივრცეები. 

მათ შორის წარმოდგენილი იყო  112-ის საინფორმაციო სამსახურის მიერ სპეციალურად მოწყობილი სივრცე, სადაც გასართობი ღონისძიება ტარდება, ასევე, სამაშველო დანაყოფის სივრცეში არსებული საცოცი კედელი, მართვის მოწმობის იმიტირებული ქალაქი, სასაზღვრო პოლიციის სივრცე და ა.შ.



"დღეს ჩვენმა თანამშრომლებმა წარმოადგინეს სპეციალური აღჭურვილობები, რითაც მზად არიან საზოგადოებას ემსახურონ. 112-ის საინფორმაციო სამსახურსაქვს თამაშები მოსწავლეებისთვის, რათა გააცნოს მათ რა დროს უნდა დარეკონ 112-ში, რა არის დანაშაული და ასე შემდეგ", - განმარტა შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ქეთევან კოვზიაშვილმა. 

კამპანია მიზნად შსს-სა და საზოგადოებას შორის სწორი და დროული კომუნიკაციის ხელშეწყობას ისახავს.

"ემეგობრე პოლიციას"  ღონისძიებები უკვე ჩატარდა  საქართველოს სხვა ქალაქებში. 

Print