ახალი ამბები
საახალწლო სცენისა და აპარატურისთვის ქუთაისის მერია 30 000- მდე ლარს დახარჯავს
FaceBook
ქალაქის ცენტრალურ მოედანზე დაგეგმილი საახალწლო გალა-კონცერტისთვის, სცენით, მხატვრული განათებით, გარე გამოყენების ეკრანითა და გახმოვანების აპარატურით მომსახურების შესყიდვისთვის ქუთაისის მერია ტენდერს (NAT220022709) აცხადებს. 

აღნიშნული მომსახურების გაწევისთვის მერია 28`500 ლარს დახარჯავს

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად  "მიმწოდებელი" ვალდებულია უზრუნველყოს სცენის, ლედეკრანის, მხატვრული განათების და გახმოვანების აპარატურის მონტაჟი "შემსყიდველი"-ს მიერ მითითებულ ადგილზე და ღონისძიების დასრულების შემდეგ კი დემონტაჟი.

ეს საქმიანობა "მიწოდებელმა"  2022 წლის 31 დეკემბერს უნდა განახორციელოს.

კონცერტის ხანგრძლივობა არანაკლებ 240 წუთი იქნება.


Print