ახალი ამბები
ქუთაისში საშობაო ნაძვის ხის ტენდერი "ღამის შოუ სტუდიამ" მოიგო
FaceBook
ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებულ  საშობაო ნაძვის ხის შესყიდვის ტენდერი, რომლის ღირებულება 155 000 ლარს შეადგენდა, 146 ათას ლარად  „ღამის შოუ სტუდიამ“ მოიგო.

აღნიშნულ ფაქტს იმერეთის ანტიკორუფციული მოძრაობა გამოეხმაურა და „ღამის შოუ სტუდიას მიერ უკონკურენტოდ ტენდერის მოგებას ხელისუფლებასთან დაახლოებული პირებისთვის  სასათბურე პირობების  შექმნა უწოდა.

"(ღამის შოუს სტუდია")თუკი სხვა მუნიცილპალიტეტებში კონცერტებს ატარებს, ქუთაისის  მერიაში საშობაო  ნაძვის ხის ტენდერიც მოიგეს. მიუხედავად იმისა, რომ სატენდერო პირობებში მითითებული იყო, რომ ორგანიზაციას გამოცდილება უნდა ჰქონოდა ამ მიმართულებით.  არა მგონია  "ღამის შოუ სტუდია"-ს სქართველოს მასშტაბით ნაძვის ხეების შესყიდვის გამოცდილება ჰქონდეს. ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის პირდაპირ სამთავრობო მედიასთან და ხელისუფლებასთან დაახლოებული პირებისთვის  სასათბურე პირობების შექმნა", - აღნიშნა იმერეთში "ანტიკორუფციული მოძრაობის" თავმჯდომარე  თემურ ცამციშვილმა.

ანტიკორუფციული მოძრაობის თავმჯდომარემ არაკვალიფიციური ორგანიზაციისთვის ტენდერებში გამარჯვებას  ცუდი ტენდენცია უწოდა. 

"ღამის შოუ სტუდიამ" მომავალი წლიდან შეიძლება გზის ტენდერიც და სხვა ინფრასტრუქტურული ტენდერებიც მოიგოს. თუკი ხელისუფლებასთან დაახლოებული  არის რაიმე ორგანიზაცია  ან პირები აღარ არსებობს ამკრძალავი ხაზები  და სათანადო კვალიფიკაციის მოთხოვნა, ნებისმიერ სფეროში მოღვაწე  კომპანიებს შეუძლიათ სხვადასხვა ტიპის  ტენდერები მოიგონ", - ამბობს თემურ ცამციშვილი.

ანტიკორუფციულმა მოძრაობამ ზოგადი სტატისტიკაც გამოაქვეყნა.  შპს „ღამის შოუ სტუდიას“ საქართველოს მასშტაბით  საბიუჯეეო ორგანიზაციებიდან 48 გამარტივებული შესყიდვა აქვს განხორციელებული, რომელთა საერთო ღირებულებაა 1 380 000 ლარი. ამის გარდა შპს „ღამის შოუ სტუდიას“ 500 000 ლარის ტენდერები აქვს მოგებული.


Print