ახალი ამბები
კოსმეტიკური საშუალებების უმრავლესობა 900- მდე საშიშ ინგრედიენტს შეიცავს - LaimaLux Group-ის პრეზენტაცია ქუთაისში
FaceBook
"ბაზარზე არსებული კოსმეტიკური საშუალებების უმრავლესობა  ძალიან სახიფათოა ჯანმრთელობისთვის"

"დღესდღეობით, ბაზარზე არსებული კოსმეტიკური საშუალებების უმრავლესობა 900- მდე საშიშ ინგრედიენტს შეიცავს, რაც ძალიან სახიფათოა ჯანმრთელობისთვის," - აღნიშნულის შესახებ, დღეს, ქუთაისში ბრიტანული ბრენდის Salcura - ს პრეზენტაციაზე განაცხადეს.

ბრიტანული ბრენდის, კანის მოვლის საშუალებების Salcura-ს  პრეზენტაცია ქუთაისში LaimaLux Group-ის საქართველოს წარმომადგენლობამ გამართა.

როგორც კომპანიის პრეზენტატორები განმარტავენ, LaimaLux Group-ის მიერ გავრცელებული კანის მოვლის საშუალებები არ შეიცავს მავნე იგრედიენტებს და ის 100 პროცენტით ნატურალური პროდუქციაა, რომელიც შემდეგი დაავადებების: ფსორიაზის, აკნეს, დერმატიტის, ეგზემის, ალერგიის სამკურნალოდ ეფექტურად გამოიყენება.

"სალკურას პროდუქცია არ შეიცავს ჰორმონებს, ბენზოინ-ჰეროქსიდებს, ლანოლინს, ანტიბიოტიკებს, სპირტს, რაც ჩვენი პროდუქციის უპირატესობაა," - განმარტა LaimaLux Group - ის პრეზენტატორმა დოდოშკა თავაძემ.

კომპანია LaimaLux Group- ი დაარსებიდან დღემდე 15 წელია არსებობს და მის მიერ გავრცელებული სახის კანის, თმის მოვლის და სხვა სამკურნალო პროდუქცია, სხვადასხვა ქვეყანაში პოპულარობით სარგებლობს.

Print