ახალი ამბები
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი გუგა გაგნიძე ზესტაფონში გადაასვენეს
FaceBook
უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი გუგა გაგნიძის საქართველოში დღეს დილით ჩამოასვენეს.

იგი ზესტაფონში, მშობლიურ სახლში გადაასვენეს. მისი პანაშვიდი ზესტაფონში მიმდინარეობს. 

40 წლის გუგა გაგნიძე  ბახმუტთან ახლოს დაიღუპა.

ის არის 23-ე ქართველი, რომელიც თებერვლის შემდეგ უკრაინაში რუსეთის აგრესიას შეეწირა.

უკრაინაში ქართველი მებრძოლების დაღუპვის შესახებ პირველი ინფორმაცია 18 მარტს გავრცელდა. მას შემდეგ 24 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
Print