ახალი ამბები
პარლამენტმა, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი, პირველი მოსმენით მიიღო
FaceBook
3 ნოემბერს "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.

კანონპროექტს პარლამენტის 80-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 9 კი წინააღმდეგი იყო.

კანონი  "დეოლიგარქიზაციის შესახებ" განსაზღვრავს, ვინ მიიჩნევა ოლიგარქად და მასში ამის განმსაზღვრელი 4 კრიტერიუმია ჩამოთვლილი.

პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა;

მედიაზე მნიშვნელოვანი გავლენის ქონა;

დომინანტური მდგომარეობა, მაგალითად, ბაზარზე დომინანტის როლი;

მდგომარეობა, როცა პირის სარგებლობაშია საარსებო მინიმუმთან შედარებით მილიონჯერ მეტი ოდენობის თანხა.

თუმცა პირი ოლიგარქად მაშინაც შეიძლება ჩაითვალოს, თუ ის, ამ ოთხი პირობიდან, სამს აკმაყოფილებს.

"დეოლიგარქიზაციის შესახებ" საქართველოს კანონპროექტი ამავე შინაარსის უკრაინული კანონის თარგმანია. ერთი განსხავებით - თუ უკრაინაში პირის ოლიგარქობის საკითხს აღმასრულებელი ხელისუფლება წყვეტს, საქართველოში ეს ორგანო პარლამენტი იქნება.

დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება, ერთ-ერთია იმ 12 შესასრულებელ პირობათაგან, რომელიც საქართველომ ევროკომისიისგან მიიღო   ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების სანაცვლოდ.
Print