ახალი ამბები
ოქტომბერში წლიური ინფლაცია კვლავ მაღალი იყო
FaceBook
საქსტატის  მონაცემებით, 2022 წლის ოქტომბერში წლიური ინფლაცია 10,6 პროცენტი იყო.

2022 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონე 0,5 პროცენტი იყო.

ბოლო ერთ წელში ფასები გაიზარდა:

სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე - 5,22 პროცენტით;

ტრანსპორტზე - 11,6 პროცენტით;

საცხოვრებელსა და კომუნალურ გადასახადებზე - 13,5 პროცენტით.

ინფლაცია ნიშნავს, როგორ იზრდება ან მცირდება ქვეყანაში ფასების საერთო დონე.

2022 წლის სექტემბერში წლიური ინფლაცია საქართველოში 11,5 პროცენტი იყო. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ინფორმაციით წლის ბოლომდე ინფლაცია კვლავ მაღალი იქნება.




Print