ახალი ამბები
საახალწლო ნობათებისთვის ქუთაისის მერია 200 000 ლარამდე თანხას დახარჯავს
FaceBook
ქუთაისის მერია ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, სხვადასხვა  ბენეფიციარისთვის სასურსათო ნობათების შესასაყიდად ტენდერს (NAT220022228) აცხადებს.

ეს აქტივობა ,,სოციალური ღონისძიებების" პროგრამის ფარგლებში განხორციელდება.

ნობათებისთვის მერია  190`360 ლარს დახარჯავს.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად მერია  4000 ნობათს შეისყიდის.

ნობათის შემადგენლობაში უნდა იყოს შაქარი, შედედებული რძე, ფქვილი, ზეთი, მაიონეზი, შოკოლადის კანფეტი, ღვინო.


Print