ახალი ამბები
Ზამთრის სეზონზე საქალაქო ტრასპორტის მუშაობის საათები არ იცვლება
FaceBook

ქუთაისში, საქალაქო ტრანსპორტი ზამთრის გრაფიკზე აღარ გადავა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი სამუშაო საათები უცვლელი დარჩება.


საავტობუსო ხაზებზე სატრანსპორტო საშუალებები მგზავრებს  07:30 საათიდან 22:00 საათამდე მოემსახურებიან. Მიკროავტობუსები კი 07:30 საათიდან 21:00 საათამდე იმუშავებენ.

"ქალაქის თვითმმართველობას აქვს შესაძლებლობა, მაქსიმალურად დაიცვას მოქალაქეების ინტერესები. ამიტომ, საქალაქო ტრანსპორტის ზაფხულის და ზამთრის გრაფიკი იქნება  თანაბარი, რადგან ზამთრის გრაფიკი გულისხმობდა სამუშაო საათების ცვლილებას, წელს ეს ცვლილება არ განხორციელდება.  ამით ჩვენ ვუზრუნველყოფთ, რომ მოსახლეობა იყოს იმედიანად, ”- ამბობს ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის უფროსის მოადგილე, ირაკლი ცხვედიანი.​

Მისი თქმით, Იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი დაარღვევს სამუშაო გრაფიკს და არ შეასრულებს მისთვის დაკისრებულ მოვალეობას, მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ცხელ ხაზზე (ტელ:  *0431300200), 10:00 საათიდან 19:00 საათამდე.


ავტორი: ნინო ბოკელავაძე

 

Print