ახალი ამბები
ქუთაისში ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა
FaceBook
ქუთაისი იმერეთის საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალს უმასპინძლა.

ფესტივალი "მოგზაურობა დროში" ლადო მესხიშვილის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიხსნა და ის ორ დღეს გაგრძელდება.


ფესტივალის გახსნას დაესწრო ოფიციალური დელეგაცია თურქეთიდან, ქალაქების- ორჰანგაზის , იზნიკისა და გორჯუკის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე ორჰანგაზის ქართული ასოციაციის წევრები და პრეზიდენტი ადემ თურანი.

საქართველოს ფოლკლორისა და ტურიზმის განვითარების ცენტრი "ნატალის" მიერ დაფუძნებული ფესტივალის მხარდამჭერია ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა.

Print