ახალი ამბები
ქუთაისში 1 თებერვლამდე მხოლოდ მორიგე ბაგა-ბაღები იმუშავებენ
FaceBook
ქუთაისში მიმდინარე წლის 1 თებერვლამდე 4 მორიგე ბაგა-ბაღი იმუშავებს.

ბაგა-ბაღების 37-ივე ფილიალში სასწავლო პროცესი დღეისათვის უნდა განახლებულიყო. თუმცა, ააიპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების გადაწყვეტილებით, სწავლა დროებით შეჩერდა.

"იმის გამო რომ აღსაზრდელთა დასწრებამ შეადგინა ათ პროცენტზე ნაკლები, გაერთიანების ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება ქალაქში მორიგე ბაღების სახით მუშაობა განაგრძოს 4 ფილიალმა," - აცხადებენ ქუთაისის ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანებაში.

ქალაქში მორიგე ბაღების სახით #17 ( ბუხაიძის მკ.რნ), #20 (ნიკეას ქუჩა), # 34 (ლერმონტოვის ქუჩა, ქალაქის ცენტრი) და #36 ფილიალები (სულხან-საბას დასახლება) იმუშავებენ.

სასწავლო პროცესი სრულად, ყველა ფილიალში 1 თებერვლიდან განახლდება.
Print