ახალი ამბები
გაეროს ბავშვთა ფონდი ქუთაისში მცხოვრებ 989 ბავშვს დაეხმარება
FaceBook
ქუთაისში მცხოვრები 989 ბავშვი დახმარებას მიიღებს.
გაეროს ბავშვთა ფონდისაგან, ქუთაისის თვითმმართველობა, გრანტის სახით 232 415 ლარს მიღებს.

გრანტი ფოკუსირებული იქნება მოწყვლად ოჯახებში მცხოვრები ბავშვების დახმარებისათვის. თითოეულ ბავშვზე განკუთვნილი იქნება 235 ლარის ერთჯერადი დახმარება,რომელსაც ქუთაისში მცხოვრები 989 ბავშვი მიიღებს.

გაეროს ბავშვთა ფონდის ინფორმაციით, საქართველოში ბავშვები უფრო მეტად დგანან სიღარიბის საფრთხის წინაშე, ვიდრე მოსახლეობის სხვა რომელიმე ჯგუფი. საქართველოს ჯერ კიდევ არ გააჩნია ყოვლისმომცველი, ბავშვებისდმი მგრძნობიარე სოციალური დაცვის სისტემა, რომელიც ეხმარება ოჯახებს მოულოდნელი დარტყმების დაძლევასა და გაძლიერებაში. დღემდე ბევრი ხარვეზია ბავშვზე ორიენტირებული კანონმდებლობის / პოლიტიკის, ფულადი დახმარებისა თუ სოციალური სერვისების თვალსაზრისით. ბევრი დაუცველი ოჯახი ამ სერვისების მიღმაა დარჩენილი. პირველ რიგში, ესენი არიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები, ძალადობის მსხვერპლი ბავშვები, ეროვნულ უმცირესობათა ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვები და ბავშვები ღარიბი ოჯახებიდან.
Print