ახალი ამბები
პოლონეთში, წარმოშვებით ქუთაისელი, ვიტალი უგრეხელიძის სახელობის მოედანი გახსნეს
FaceBook
პოლონეთის ქალაქ ტორუნში გაიხსნა წარმოშობით ქუთაისელის და პოლონეთში მოღვაწე ქართველის, ვიტალი უგრეხელიძის სახელობის მოედანი.

ვიტალი უგრეხელიძე პოლონეთის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა. ებრძოდა როგორც ფაშისტებს ასევე საბჭოთა ოკუპანტებს.

დაიბადა 1901 წელს ქუთაისში.

საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში ვიტალი უგრეხელიძე ჩაირიცხა ახლად დაარსებულ ქართველ ოფიცერთა სკოლაში, საარტილერიო განხრით. წითელი არმიის შემოჭრის დროს მეგობრებთან ერთად ვიტალი უგრეხელიძეც მამაცურად იბრძოდა და იცავდა საქართველოს ინტერესებს. იგი ეკუთვნოდა კოჯრისა და ტაბახმელის გმირ დამცველ იუნკერთა ათასეულს.დამარცხების შემდეგ იუნკერები ეროვნულ მთავრობას გაჰყვნენ უცხოეთში

1939 წელს, როცა პოლონეთი გერმანიასთან ომში ჩაება უგრეხელიძე დაინიშნა მეშვიდე ცხენოსანთა ნაწილში და იბრძოდა, როგორც გერმანელი, ასევე საბჭოთა დამპყრობლების წინააღმდეგ. ბრძოლებში გამოჩენილი მხედრული მამაცობისთვის იგი პოლონეთის უმაღლესი სამხედრო ჯილდოთი - "ვირტუტი მილიტარის" ორდენით დაჯილდოვდა. ორი წელი გერმანელების ტყვეობაში გაატარა, როცა გაანთავისუფლეს კვლავ ჩადგა პოლონეთის სამსახურში, აღადგინა მე–17 მსროლელთა პოლკი და თავად ჩაუდგა სათავეში. აქტიურად იყო ჩაბმული წინააღმდეგობის მოძრაობაში.

თავის მხრივ ქუთაისში ქართულ-პოლონური მეგობრობის სკვერში პოლონეთის პირველი პრეზიდენტის ვლადისლავ რაჩკევიჩის ძეგლი გაიხსნა.
Print